კაცხურა

კაცხურა, მდინარე რაჭის ქედის სამხრ. კალთაზე. სათავეს იღებს ზ. დ. 1160 მ-ზე. მარჯვნიდან ერთვის მდ. ყვირილას. სიგრ­ძე 13 კმ. აუზის ფართ. 31 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 0,9 მ³/წმ.

ი. აფხაზავა