კაჭახიძე ალექსანდრე ვლადიმერის ძე

კაჭახიძე ალექსანდრე ვლადიმერის ძე (3. VII. 1911, ქუთაისი, – 19. V. 1997, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნ. კანდიდატი (1953), სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1989). 1932 დაამთავრა მოსკოვის სავეტერინარო აკადემიის სამხედრო-სავეტერინარო ფაკ-ტი.

1941–45 მუ­შა­ობ­და „პრიმორსკის" არმიის სავეტერინარო სამსახურის უფროსად. 1947 დაინიშნა თბილ. სავეტერინარო საცდელი სადგურის დირექტორად, რ-ის ინ-ტად გადაკეთების შემდეგ განაგებდა ფრინველთა დაავადებების შემსწავლელ განყ-ბას. კ-მ თანამშრომლებთან ერთად დაამუშავა და წარმოებაში დანერგა ნიუკასლის დაავადების (ფრინველის ცრუ ჭირი) საწინააღმდეგო ორი ვაქცინა და შეიმუშავა მშრალი ვირუსვაქცინების შეფრქვევის აეროზოლური მეთოდი. 1953 გადაეცა ი. მიჩურინის სახ. მე­და­ლი, ამავე წელს მიიღო სა­ქართვ. დამს. ვეტერინარი ექიმის წოდება. მიღებული აქვს სა­ხელმწ. და საბრძოლო ჯილდოები.

თ. ყურა­შვი­ლი