კაჭიჭი, აფხაზური წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ვაზის კულტ. ჯიშების კოლხეთის კერის ტიპობრივი წარმომადგენელი. აქვს შებუსული ფოთოლი, საშ. სიდიდის მტევანი (100–160 გ), მრგვალი მარცვალი. გვხვდება აფხაზეთსა და სამეგრელოში. კ-ისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან მუქი ფერის სუფრის ღვინოს.
ნ. ცერცვაძე