კაჭრეთი, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), გომბორის ქედის სამხრ. კალთაზე. სათავო სოფელი. რკინიგზის სადგური თბილისი–წნორის სარკინიგზო ხაზზე. ზ. დ. 580 მ, გურჯაანიდან 32 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2014). კ-ში ფუნქციონირებს შპს „კარმენ-K" – ერთ-ერთი უდიდესი წისქვილკომბინატი საქართველოში.