კახაბერისძე კახაბერ

კახაბერისძე კახაბერ, XII ს. 80-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რაჭისა და თაკვე­რის ერის­თა­ვი. გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, თამარის მეორე კორონაციის დროს, ქუთათელ მთავარეპისკოპოს ანტონ საღირისძესთან ერთად სამეფო გვირგვინი დაადგა მას. შემდეგ კახაბერისძენი ოპოზიციაში ჩაუდგნენ მეფეს. მართალია, წყაროებში უშუალოდ კახაბერს არ ასახელებენ განდგომილთა შორის, მაგრამ საფიქრებელია, რომ საგვარეულოს მეთაური და რაჭის ერის­თა­ვი კ. თამარის „ქუეგამხედვართა" შორის იქნებოდა.

წყარო: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე; ქარ­თლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: ს ო ს ე ლ ი ა  ო., რაჭის ერისთავთა სათავადო, კრ.: სა­ქარ­თვე­ლოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1970.

ი. ანთელავა