კახეთელიძე მიხეილ (ვახტანგ) კოზმას ძე

კახეთელიძე მიხეილ (ვახტანგ) კოზმას ძე [4(17). XII. 1911, სოფ. სამთისი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 27. VII. 1994, თბილისი], ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1967), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1936). 1935–40 კითხულობდა პოლიტ. ეკონომიის კურსს თბილ. სხვა­და­სხვა ტექნიკუმში; 1942–54 იყო პარტიულ სამუშაოზე. 1954–80 მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონ. და სამართლის ინ-ტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად, სხვა­და­სხვა განყ-ბის გამგედ. აგრეთვე წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სა­ქართვ. სა­ხელმწ. თეატრალურ ინ-ტში, თბილ. სამხატვრო აკადემიაში, სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტში, თსუ-სა და სპი-ში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45). მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.

კ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა (მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების), რ-ებიც ეძღვნება პოლიტ. ეკონომიის, ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის, აგრ. ურთიერთობათა, სახალხო მეურნ. ისტორიის, სტატისტიკისა და აღრიცხვის პრობლემებს.

თხზ.: მიწის რენტის ბურჟუაზიული თეორიების კრიტიკა, თბ., 1958; სა­ქართვე­ლოს სსრ მეცხოველეობის ეკონომიკის საკითხები, ნაწ. 1–3, თბ., 1962–73; სა­ქარ­თვე­ლოს სსრ სოფლის მეურნეობა და მისი განვითარების პერსპექტივები, თბ., 1972 (თანაავტ.).