კახთუბანი, პუნქტი ისტორიულ ჰერეთში, ამჟამად ქ. გურჯაანის ერთ-ერთი უბანი. ტოპონიმ კ-ის არსებობა კიდევ ერთი დადასტურებაა ჰერეთის ტერიტორიაზე კახების ტომის ინფილტრაციისა. ამ უბანში შემორჩენილია ყველაწმინდის ორგუმბათიანი ეკლესია (VIII ს.).
დ. მუსხელიშვილი