კახისის ტბა

კახისის ტბა, ტბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე, ­მდ-ების – ჭობისხევისა და დვირულის (­მტკვრის ­მარჯვ. შენაკადები) წყალ­გამყოფ შტოქედზე, დაბაძველის პლატოზე. ფართ. 0,05 კმ², უდიდესი სიღრმე 10 მ. ტბის ქვაბული წარ­მო­ქმნილია სუფოზიის (მიწისქვეშა ეროზია) შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალი მტკნარია. ტბის მიდამოებში არის ნაძვნარი.

ი. აფხაზავა