კახური თეთრი

კახური თეთრი, საშემოდგომო ატმის ჯიში, გავრცელებულია კახეთ­ში. ხე სწრაფად იზრდება. მომრგვალო ვარჯი აქვს. მე-3 წლიდან მსხმოიარობს. ნაყოფი (მწიფდება სექტ. ბოლოს) მრგვალია და მსხვი­ლი, ღარი ოდნავ ემჩნევა, სახრავია. აქვს მოთეთრო, მკვრივი, თხელი შებუსული კანი და თეთრი, მკვრივი, ტკბილი, ოდნავ მწკლარ­ტე, წვნიანი, არომატული რბილობი. კარგი საკომპოტე და სასუფრე ჯიშია.

მ. ვარძელა­შვი­ლი