კედარი

კედარი (Cedrus), მარადმწვანე წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭ­ვისებრთა ოჯახისა. ­ერთსახლიანი, მაღალი, პირამიდული ან გაშლილვარჯიანი ხეებია. გვარი მოიცავს 4 სახეობას, რ-თაგან 3 (ლიბანური, ატლასური და მოკლეწიწვა კ.) გავრცელებულია ხმელთაშუა­ზღვისპირეთის ოლქის აღმ. და სამხრ. ნაწილში, ერთი (ჰიმალაიური კ.) – ჰიმალაის დას. ნაწილში, აგრეთვე ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიის სამხრ. ნაწილში, სადაც კულტივირებულია 3 სახეობა: ლიბანური, ატლასური და ჰიმალაიური კ.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი ყველაზე ფართოდ არის მოშენებული ჰ ი მალაიური კ. (C. deodara), რ-ის სიმაღლეა 50–60 მ, სისქე – 3,5 მ. აქვს 7–10 სმ სიგრძის გირჩა და სხვა სახეობებთან შედარებით უფრო გრძელი (25–50 მმ) მომწვანო-ლეგა წიწვი. გავრცელებულია ავღანეთის, ბელუჯისტანის და ჩრდ.-დას. ჰიმალაის მთებში ზ. დ. 1000–3600 მ-მდე. სა­ქარ­თვე­ლოში, თბილისსა და მის მიდამოებში შემოიტანეს XIX ს. II ნახევარში. მიუხედავად იმისა, რომ ტენის მოყვარული ხეა, მეტ-ნაკლებად გვალვა და ყინვაგამძლეც გამოდგა. კარგად ხარობს ზ. დ. 1200 მ-მდე. საკმაოდ სწრაფმზარდია. სამშობლოში ცოცხლობს 1000 წლამდე. თბილისის ბოტანიკურ ბაღში ყვავის ნოემბერ-დეკემბერში, სხვა კ-ებზე 1 თვით გვიან და მათთან ჰიბრიდებს არ იძლევა. დეკორატიულია, იყენებენ სოლიტერებად და სახეივნო ჯიშად. აქვს მაგარი, მკვრივი და გამძლე მერქანი, რ-საც იყენებენ სამშენებლო და საავეჯო მასალად, გემთმშენებლობაში. ლ ი ბ ა ნ უ რ ი კ. (C. libani) და ატლასური კ. . (C. atlantica) დიდად არ განირჩევა ჰიმალაიური კ-გან და იმავე დანიშნულებით იყენებენ. მ ო კ ლ ე წ ი წ ვ ა კ. (C. brevifolia) კი ტანდაბალი (12 მ-მდე) ხეა და ჩვენში არ გვხვდე­ბა.

ვ. მირზა­შვი­ლი