კედია ვალერიან ალექსანდრეს ძე [1 (14). VIII. 1911, ზუგდიდი, – 5. V. 1968, თბილისი], არქიტექტორი. საქართველოს დამს. ინჟინერი (1961). 1932 დაამთავრა საქართვ. საინჟინრო-სამშენებლო ინ-ტი (ახლანდ. სტუ). ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა არქიტექტორად ტრესტ „საქკომუნპროექტში". II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა „საქსახპროექტში" უფრ. არქიტექტორად, ხოლო 1948–68 – „საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად. ნამუშევრები: ფოთის გენერალური გეგმა (1934–35, არქიტ. ა. ნიკოლაიშვილთან ერთად; ამავე ავტორების მიერ გადამუშავებულია 1938); სოფსაბჭოს ტიპური შენობა ხევსურეთისათვის (აშენდა 1938 სოფ. ბარისახოში); ქ. წყალტუბოს განვითარების და განაშენიანების გენერალური გეგმა (1951, არქიტ. ი. ზაალიშვილთან ერთად); ფოთის დაგეგმარების ახ. პროექტი (1956, არქიტ. ა. ნიკოლაიშვილთან და გ. თოთიბაძესთან ერთად); დაბა ბაკურიანის დაგეგმარება (1960, არქიტ. გ. ბაქრაძესთან, რ. ხატიაშვილთან, ფ. ყუფარაშვილთან, გ. ჯაფარიძესთან ერთად); სანატორიუმი "მეტალურგი" (1957, თანაავტ. არქიტ. ნ. სოლოვიოვა); გაერთიანებული სააბაზანო შენობის კომპლექსი 200 ნომერზე (1963, არქიტ. ი. ზაალიშვილთან ერთად); სანატორიუმი „გეოლოგი" (არქიტ. გ. ავსაჯანიშვილთან ერთად); პანსიონატი უსინათლოთათვის (1968) – ყველა ქ. წყალტუბოში. კ. პედ. საქმიანობას ეწეოდა საქართვ. საინჟინრო-სამშენებლო ინ-ტსა 1932–40 და თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1947–68). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.