კევლიანი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხვარიჭამიას თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), იალნოს ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. თეზმის (არაგვის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1180 მ, მცხეთიდან 28 კმ. 57 მცხ. (2014). სოფლის დას-ით, ოთხიოდე კმ-ზე, ტყიან მთაზე დგას სამეკლესიიანი ბაზილიკა, ე. წ. ბნელა საყდარი, რ-იც ადრინდ. შუა საუკუნეების მიწურულით თარიღდება. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, ტყის პირას, ადრინდ. შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიაა. სოფლიდან დაახლ. 3 კმ-ზე, ტყიან ფერდობზე დგას წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (გვიანდ. შუა საუკუნეები), ამ უკანასკნელის დას-ით კი – იმავე პერიოდის კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.