კელასური

კელასური, მთა ბზიფის ქედის აღმ. ნაწილში, სიმაღლე 2576 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებებით. აღმ. კალთები ფლატოვანია, დანარჩენი – ციცაბო. ახა­სი­ა­თებს სუბალპ. და ალპ. მცენარეულობა. გამოყენებულია საზაფხულო საძოვრებად.

მ. უთმელიძე