კელენჯერიძე ანტონ კირილეს ძე (26. I. 1904, ქუთაისის გუბერნია, ქუთაისის მაზრა (ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვანი) – 20. III. 1997), ჟურნალისტი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976). დაამთავრა თბილისის II გიმნაზია (1922), თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1930), მოსკ. უმაღლესი პარტ. სკოლის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1949). მუშაობდა გაზ. „კომუნისტში" რეპორტიორად, პ/მგ მდივნად (1923–42), გაზ. „საბჭოთა აჭარის" რედაქტორად (1942–49). იყო „მთავლიტის" უფროსი (1950), საქართვ. რადიოკომიტეტის თავ-რე (1951–56), საქტელერადიოკომიტეტის პირველი თავ-რე (1956–61), თბილისში ვ. ი. ლენინის მუზეუმის დირექტორი (1961–83), ტელევიზიის საფონდო განყ-ბის გამგე (1996- მდე).
კ. რამდენიმე წიგნის ავტორია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).
ლიტ.: ანტონ კელენჯერიძე (სერია – ქართული ჟურნალისტიკის მოამაგენი), თბ., 1995.