კენჭიყარა

კენჭიყარა, მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. ნაწილში, ციხისჯვრის შტოქედზე, მდინარეების – ქციის ზემო დინებისა და გუჯარეთისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე 2349 მ. აგებულია კაინოზოური თიხებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. შემოსილია მეორეული სუბალპ. მდელოებით.

ლ. მარუა­შვი­ლი