„კერა“

„კერა“ (შპს), ალტერნატიული ბიოსაწვავის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია სა­ქარ­თვე­ლოში. დაარსდა 2016 თბილისში. მოიცავს 3 საწარმოს, რ-ებიც განლაგებულია სა­ქარ­თვე­ლოს სხვადა­სხვა რეგიონში. ესენია: 1. შპს „კ-ის" შვილობილი კომპანია – ქარ­თულ-უკრაინული საწარმო შპს „Ecolin Energy" (ზუგდიდი; გადაამუშავებს თხილის ნაჭუჭს); 2. შპს „კ." (სოფ. ფშაველი; თელავის მუნიციპალიტეტი, გადაამუშავებს ნახერხს); 3. შპს „კ." (სოფ. ფარცხანაყანევი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი; გადაამუშავებს ნახერხს). კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საწვავი ბრიკეტების წარმოება, რ-იც მზადდება ბიომასის (ტყეკაფვის, ასევე სანიტარიული ჭრის შედეგად მიღებული ორგ. ნარჩენები, სამხერხაოების, მერქნის გადამამუშავებელი საამქროების და ერთწლიანი კულტურული მცენარეების ნარჩენები, თხილის ნაჭუჭი და სხვ.) ორგ. ნარჩენების გამოყენებით. ქ-ნაში სპეციალურ დანადგარებში ხდება აღნიშნული ბიომასის გამოშრობა, დამუშავება და დაპრესვა, რ-ის შედეგადაც მიიღება კომპაქტურად შეკრული მსუბუქი მასა ბრიკეტის (პელეტის) სახით. ბრიკეტის მასაა საშუალოდ 800 გ, იგი წარმოადგენს ენერგიის მნიშვ­ნე­ლო­ვან წყაროს და მისი გამოყენება შეიძლება შეშის ალტერნატივად. ხისგან განსხვავებით ბრიკეტს ცეცხლი ადვილად ეკიდება, ნაკლებად ბოლავს, წვის დროს თანაბარ ტემპერატურას გამოყოფს და მაღალი თბოკალორიული ღირებულება აქვს. ორგ. მასისაგან დამზადებული ბრიკეტი შეშაზე დიდხანს იწვის, მეტ სითბოს გამოყოფს და იაფია. ის უფრო ადვილად შესანახი და ტრანსპორტაბელურია. შესაბამისად, ბრიკეტი, გარდა ეკოლ. და ენერგოუსაფრთხო თვისებებისა, ბევრად ეკონომიურია.

გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივად. დაგეგმილია ბიოსაწვავის (რ-ზეც დიდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზარზე) გატანა საექსპორტოდ.

ი. შანიძე