კერვალიშვილი ზურაბ იასონის ძე

კერვალიშვილი ზურაბ იასონის ძე (20. IX. 1934, სოფ. სორი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 12. V. 2017, თბილისი), ქიმიკოსი. სა­ქართვ. საინჟინრო აკად. ­ნამდვ. წევრი (1988), სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1993), საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. 1961 დაამთავრა სპი-ის ქიმ.-ტექნოლ. ფაკ-ტი ორგანული სინთეზის სპეციალობით და მუ­შაობა დაიწყო რუსთავის ქიმიურ კომბინატში. 1972–83 იყო მთ. ინჟინერი, 1983–92 – რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტის" გენ. დირექტორი. 1994-იდან „რიცეულაჰესის" (რაჭა) სამეთვალყუ­რეო საბჭოს ­ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და. სპეციალისტების ჯგუფთან ­ერთად სა­ხელმწ. პრემია მიენიჭა რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტის" კაპროლაქტამის წარმოებაში რესურსდამზოგავი და ეკოლოგიურად სუფთა ტექ­ნოლ. პროცესების დამუშავებისა და დანერგვისათვის. 2001 აირჩიეს ქ. რუსთავის საპატიო მოქალაქედ.

კ-ის ხელშეწყობით მრავალმა ახალგაზრდამ ქ. რუსთავიდან მიიღო განათლება საზღვარგარეთ. მან თავისი სახსრებით აღადგინა სოფ. სორის გვიანდ. შუა საუკუნეების ჯვარცმის ერთნავიანი უგუმბათო ეკლესია, სოფლის მოშორებით მდებარე დანგრეული სალოცავები და კოშკები.

კ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1976) და მრავალი მედლით.