კერნბახი ვიქტორ

კერნბახი (Kernbach) ვიქტორ (14. X. 1923, კიშინიოვი, – 16. II. 1995, ბუქარესტი), რუმინელი მწე­რალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. XX ს. 50-იანი წლების დასაწყისიდან დაინტერესდა ქართ. კულტურით, შეისწავლა ქართ. ენა. 1956 დაასრულა „ვეფხისტყაოსნის" სრული პოეტური თარგმანი, რ-იც 2-ჯერ (1957, 1963) გამოიცა. კ-მა თარგმნა და გამოსცა ნ. ბარათა­შვი­ლისა (ბუქარესტი, 1959; თბილისი, 1968) და გ. ლეონიძის (1959) ლექსების კრებულები. მასვე ეკუთვნის „ქართული ხალხური ზღაპრების", კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენის", აგრეთვე დ. გურამი­შვი­ლის, გ. ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის ლექსების თარგმანები. კ. ქარ­თული კულტურის პოპულარიზატორი იყო, რუმინულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს სა­ქართვე­ლოს შე­სა­ხებ. რამდენჯერმე იმოგზაურა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რ-საც მიუძღვნა წიგნი „მყინვარებისა და ნარინჯების ქვეყანა" (1958, ქართ. თარგმანი – 1968). 2018 კ. ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ვიქტორ კერნბახი საქართველოს შესახებ - ჩაწერილია 1974 წელს 

https://www.youtube.com/watch?v=rDsJ_JTQGRg&list=PLue6znsWBAfdUX4MSh1O4SH3xSo-2Brix&index=134

 

 

ფ. ჯინჯიხა­შვი­ლი