კერპთაყვანისმცემლობა

კერპთაყვანისმცემლობა, კ ე რ ­პ თ ­მ ს ა ხ უ რ ე ბ ა, წარ­მართობის ერთ-ერთი სახე. კ., როგორც ადამი­ანის ­რელიგიური ცნობიერების გამოხატულება, ­უძველეს დროში აღმოცენდა. მისი თაყვანის­ცემის ობიექტია კერპი, რ-იც განასა­ხიერებს ამა თუ იმ ღვთაებას ან მის ძალას. კ. მოიცავს გარკვეულ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებს. ძველი აღთქმა მკაცრად კრძალავდა კ-ს: „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი“ (გამოსვლა 20.4.) დეკალოგოსის მესამე მცნებაა ათი მცნე­ბიდან და ის მთლიანად გაიზიარა ქრისტიანულმა სარწმუნოებამ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრისტ. გავრცე­ლების შემდგომ კ. მოისპო, თუმცა მისი მრავალი გადმონაშთი დღემ­დე შემორჩა, ­განსაკუთრებით მთაში, სადაც ეკლექტური, წარმართულ-ქრის­ტიანული რწმენაწარმოდგე­ნე­ბი ჩამოყალიბ­და.

ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი  ნ., მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბ., 2002; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნა­რკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1960.

ზ. ეკალაძე