კერ-პორტერი რობერტ

კერ-პორტერი (Ker-Porter) რობერტ (14. IV. 1775, დარემი, – 22. IV. 1842, სანქტ-პეტერბურგი), ინგ­ლისელი მხატვარი და მოგზაური, რუსეთის იმპ. ალექსანდრე I-ის კარის მხატვარი (1804). იმოგ­ზაურა კავკასიაში, ირანსა და მცირე აზიაში. 1817 წ. 12 ოქტ. სა­ქარ­თვე­ლოს სამხ. გზით თბილისში ჩამოვიდა, სადაც ნოემბრის დასაწყისამდე დარჩა. იყო სოღანლუღში, კოდაში, შულავერში, ლორეში. ნაშრომში „მოგზაურობა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სპარსეთში, სომხეთსა და ძველ ბაბილონში“ კ-მა დაწვრილებით აღწერა საქარ­თველოს სამხ. გზა, ქვეყნის წარსული, ქარ­თველ­თა ჩვევები და ადათები, ქალთა ტიპები, ტანსა­ცმელი. აქვს ცნობები ცალკეულ მოღვაწეებზე, მაგ., ალექსანდრე ბატონიშვილზე, ა. პ. ერმოლოვზე და სხვ.

ლიტ.: П о л и е в к т о в  М. А., Европейские путешественники по Кавказу в 1800– 1830 гг., Тб., 1946.