კერსელიანი აკოფ სამველის ძე

კერსელიანი აკოფ სამველის ძე (6. XII. 1918, სო­ხუ­მი, – 22. XII. 2004, იქვე), სპორტსმენი (მძლეოსანი). სსრკ დამსახუ­რებული მწვრთნელი, სა­ქართვე­ლოს საუკუნის მწვრთნელი. დაამთავრა პ. ლესგაფ­ტის სახ. სა­ხელმწ. ფიზ. კულტურის ინ-ტი. მი­სი აღზრდილია ოლიმპიური თა­მაშების სამგზის ჩემპიონი ვ. სანეევი. მრავალი ათეული წელი მუშაობდა სოხუმში ბავშვთა მწვრთნელად. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006.