კესანე

კესანე, ცისანა (Myosotis), ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს პატარა ცისფერი (იშვიათად თეთრი) ყვავილები. გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 80-მდე) სახეობაა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, აგრეთვე ტროპიკული აფრიკის მთებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მცირე ნაწილი – ამერიკაში. ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი გვხვდე­ბა 15 სახეობა. იზრდება ჭაობში, ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში, მდელოებზე. ზოგი სახეობა სარეველაა, ბევრი – დეკორატიული. სა­ქარ­თვე­ლოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ფართოდ არის გავრცელებული ალპური კ. (M. alpestris).