კეტაშვილი გელა გიორგის ძე (დ. 27. IX. 1965, თბილისი), სპორტსმენი, ფეხბურთელი (მცველი). ოლიმპიური ჩემპიონი (1988, სეული). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1989). თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში" (1983), თბილისის „დინამოში" (1984–90; 1995), ლანჩხუთის „გურიაში" (1991), „თეთრ არწივში" (1993–94). სსრკ ჩემპიონატებში ჩაატარა 164 მატჩი (4 გოლი), სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში – 11 (1986–88), სსრკ ნაკრებში – 3 მატჩი (1989). თბილისის „დინამოს" კაპიტანი (1989). საქართვ. ნაკრებში ჩაატარა ერთი შეხვედრა (1990). ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ქართულ ფეხბურთში.