კეჩხუაშვილი არჩილ გრიგოლის ძე (7. IX. 1915, გორი, – 7. XI. 2008, თბილისი), ინჟინერმექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987), სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. საპატიო წევრი (1995). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1938 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი. 1969– 89 სას.-სამ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა მასალათა ტექნოლოგიისა და მანქანათა რემონტის კათედრას. 1989-იდან იყო ამავე კათედრის პროფესორი.
კ-ის ძირითადი შრომები (მ. შ. 7 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო) ეხება სას.-სამ. მანქანათმშენებლობისა და მანქანათა რემონტის სისტემისა და საიმედოობის ძირითად პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მასალათა ტექნოლოგია, ნაწ. 1–3, თბ., 1962–77; Проблемы автоматизации сельскохозяйственного производства, М., 1964; Исследование обработки почвы в междурядьях виноградников и разработка технических средств для повышения точности процесса, Тб., 1967.