კეცხოველი ვლადიმერ (ლადო) ზაქარიას ძე [2 (14). I. 1876, სოფ. თლია, გორის მაზრა, – 17 (30). VIII. 1903, თბილისი], რევოლუციონერი, რსდმპ ლენინურისკრული ორგანიზაციების ერთ-ერთი დამაარსებელი სამხრ. კავკასიაში. 1889–91 სწავლობდა გორის სას. სასწავლებელში. 1891 ჩაირიცხა თბილ. სას. სემინარიაში. აქვე ჩაება მოსწავლეთა არალეგალურ წრეში. 1893 დეკემბერში ხელმძღვანელობდა სემინარიელთა გაფიცვას, რის გამოც სასწავლებლიდან გარიცხეს. 1894 ჩაირიცხა კიევის სას. სემინარიაში, საიდანაც რევ. საქმიანობისათვის დაითხოვეს (1896) და დააპატიმრეს. 3 თვის შემდეგ საქართველოში გადმოასახლეს და პოლიციის ზედამხედველობა მიუჩინეს. 1897 ფარულად ჩამოვიდა თბილისში და ს.-დ. ორგანიზაციის „მესამე დასის" წევრი გახდა. 1901 ბაქოში მისი აქტ. მონაწილეობით დაარსდა ლენინურ-ისკრული მიმართულების რსდმპ ბაქოს კომიტეტი და არალეგალური სტამბა „ნინა". 1902 სექტემბერში დააპატიმრეს ბაქოში, შემდეგ გადაიყვანეს თბილისში, მეტეხის ციხეში, სადაც პოლიტ. პატიმართა შორის რევ. პროპაგანდას ეწეოდა. კ. 1903 წ. 17 აგვისტოს ციხის საკანში მოკლეს.
ლიტ.: გ ე გ ე შ ი ძ ე ზ., ლადო კეცხოველი (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1977.