კეწერა

კეწერა, (Empetrum), მცენარეთა გვარი კეწერასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე (ფოთოლს ინარჩუნებს 3–5 წელს) ქონდარა გართხმული ბუჩქია. კ-ის 16-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, სამხრ. ანდებში, ატლანტის ოკეანის სამხრ. ნაწილში მდებარე კუნძულებსა და ანტარქტიკაში. იზრდება ბარისა და მთის ტუნდრაში (გოლცებზე), ტყე-ტუნდრაში, სფაგნუმიან ჭაობებში, წიწვოვან ტყეებში, ალპურ სარტყელში და სხვ. სინათლის მოყვარული და მიკოტროფული მცენარეებია. უფრო მეტად ცნობილია შავი კ. (E. nigrum). სა­ქარ­თვე­ლოსა და მთელ კავკასიაში იზრდება კავკასიური კ. (E. caucasicum). აქვს წვრილი დაკლაკნილი ტოტები და წვეროსკენ შევიწროებული ჯირკვლოვან-ბუსუსიანი მოყვითალო-მწვანე ფოთლები. იზრ­დება მეტწილად ალპურ ხალებ­ზე, სუბნივალური სარტყლის ღორღიან ადგილებში, კლდეებზე და სხვ. კ. სამკურნალო დეკორატიული მცენარეა. ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, საკვებად ვარგისია.

მ. სახოკია