კეწეწურა

კეწეწურა (Koeleria), მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მკვრივი ან მეჩხერკორდოვანი თავთავიანი მცენარეებია. 60-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზო­მი­ე­რი ჰავის ზონაში. ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო შ ი 11 სახეობაა. უმრავლესობა იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე – ველებსა და მდელოებზე, ბუჩქნარებში, ქვიან ფერდობებზე, 4 სახეობა კი – სუბალპურ და ალპურ სარტყელში. მაღალმთის მდელოებზე უფრო ხშირია გვალვაგამძლე დიდყვავილა კ. (K. gracilis) და ლუერსენის კ. (K. luerssenii). სა­ქარ­თვე­ლოს ენდემია ალბოვის კ. (K. albovii). იზრდება აჭა­რისა და გურიის ალპურ სარტყელში. კ-ის სახეობები ნაკლებმნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი საძოვრის ბალახია.

მ. სახოკია