კეხურა

კეხურა, ძველი ქარ­თული ვაშლის ჯიში. გავრცელებულია ქართლში, მესხეთში, კა­ხეთ­ში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამაჩაბლოში. ხე სწრაფად იზრდება, აქვს ძლიერ გადაშლილი ვარჯი. მსხმოიარობას იწყებს მე-6–მე-7 წელს. უხვმოსავლიანია (სრულმოსავლიანი ხე საშ. 700–800 კგ ნაყოფს იძლევა), მეწლეა, ნაყოფი მსხვილი ან საშ. ზომისაა, ფერად უფრო მომწვანო-მოყვითალო, ზემოდან წითლად შეფერილი, მასა 190 გ. აქვს სქელი, უხეში და მკვრივი კანი, მოთეთრო-მომწვანო, წვნიანი, უარომატო რბილობი. კრეფენ ოქტ. II ნახევარში. სარდაფის პირობებში ინახება მეორე მოსავლის აღებამდე. ტრანსპორტაბელურია.

შ. ახვლედიანი