კვავლო, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის (ომალოს) თემში (კახეთის რეგიონი), თუშეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. დიდი ხევის (პირიქითის ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1700 მ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.
სოფლის განაპირას, კლდეზე, დგას ძლიერ დაზიანებული, გვიანდ. შუა საუკუნეების ხუთსართულიანი კოშკი, სოფელში არის ამავე პერიოდის ოთხსართულიანი ციხე-სახლი.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.