კვაზიპოტენციალური განტოლება ლოგუნოვ–თავხელიძისა, ველის კვანტური თეორიის სამგანზომილებიანი ფორმულირების ჩარჩოებში მიღებული განტოლება (განტოლებათა სისტემა), რომელიც აღწერს ორი რელატივისტური ნაწილაკის ურთიერთქმედებას. კ. გ. ლ.–თ-ს იყენებენ წყალბადის ატომის სპექტრის ზენაზი შესწორებების, ასევე კვარკების ბმული მდგომარეობების ენერგიების გამოსათვლელად და სხვა ფუნდამენტურ ამოცანებში. იხ. სტ. ლოგუნოვ–თავხელიძის კვაზიპოტენციალური მეთოდი.