კვაისის ტყვია-თუთიის საბადო

კვაისის ტყვია-თუთიის საბადო, მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტში (შიდა ქარ­თლის რეგიონი), ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საბადო განლაგებულია წედის-ახსარგინის ანტიკლინის ჩრდ. ფრთისა და თაღის გამკვეთ რღვე­ვებში. მადნეუ­ლი სხე­ულები (ძარღვები და მეტასომატური ბუდო­ბები) რთული ფორმისაა. მადანი მასიური, ბრექჩიული და ზოლებრივი ტიპისაა. მინერ. შედგენილობა: სფალერიტი, გალენიტი, პირიტი, მარკაზიტი, კალციტი, ქალცედონი, ბარიტი და სხვ. საბადო ვულკანოგენურ-ჰიდროთერმულია, წარ­მო­ქმნილია ზედაპირთან ახლოს, დაბალი ტემპ-რისა და მცირე წნევის პირობებში. გამადნების ასაკი, სავარაუდოდ, კაინოზოურია.

საბადოდან მოპოვებული და გამ­დიდრებული მადნები (კონცენტრატი) ადრე იგზავნებოდა ქ. ვლა­დიკავკაზის (რფ) ქ-ნა „ელექტროცინკში".

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ბუნებრივი რესურსები, მთ. რედ. ირ. ჟორდანია, ტ. 1, თბ., 2015.