„კვალი“, ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი, ეროვნულ-ლიბერალური მიმართულებისა; გამოდიოდა 1893–1904 თბილისში. 1893–96 გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა „მესამე დასის" დამწყებ ლიტერატორებს; 1897-იდან გადავიდა „მესამე დასის" უმრავლესობის ხელში, ხოლო ბოლშევიკებისა და მენშევიკების ფრაქციებად გაყოფის შემდეგ ქართვ. მენშევიკების ორგანო გახდა. ქვეყნდებოდა სტატიები საქართვ. ეკონ., ისტ., ეთნოგრ., გეოგრ. და მეცნ. სხვადასხვა დარგის შესახებ; იბეჭდებოდა მხატვრული ლიტ-რა, პუბლიც. და კრიტ. წერილები, ბიბლიოგრაფია. გაზეთის 1895 წ. ზოგიერთ ნომერში ნახსენებია მეცნ. კომუნიზმის ფუძემდებლების, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის შრომები.
რედ.-გამომცემლები: ა. თუმანიშვილი-წერეთლისა (ფაქტობრივი რედ.-გამომცემელი – გ. წერეთელი), ნ. ალექსი-მესხიშვილი. „კ." დაიხურა მთავრობის განკარგულებით.
ლიტ.: კ ა რ ი ჭ ა შ ვ ი ლ ი დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, «წიგნის მეგობარი», 1925, №2; კ ი კ ვ ი ძ ე ა., გაზეთი „კვალი", 1893–1904 წწ., თბ., 1969; მ გ ა ლ ო ბ ლ ი შ ვ ი ლ ი ქ., ქართული გაზეთების ბიბლიოგრაფია, «პროლეტარული რევოლუცია», 1943, №3; ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, ნაკვ. 3, თბ., 1944.
ი. ლორთქიფანიძე