კვანტური სითხე, ნივთიერება, რომლის მდგომარეობა და თვისებები განპირობებულია კვანტური ეფექტებით და რომელიც ამ ეფექტების შედეგად თხევადი რჩება აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურებზე. ლაბორატორიულ პირობებში; ვარაუდობენ, რომ კვანტური სითხის მდგომარეობაშია ნივთიერება ნეიტრონული და კვარკული ვარსკვლავების შიგნით, სადაც ტემპერატურა მაღალია. კ. ს. შეიძლება შედგებოდეს ბ ო ზ ო ნ ე ბ ი ს გ ა ნ – ћ პლანკის მუდმივის მთელი ჯერადი სპინის მქონე ნაწილაკებისგან ან ფერმიონებისგან – ћ/2 სპინის მქონე ნაწილაკებისგან. კვანტური ეფექტები სითხეებში (და საერთოდ ნივთიერებაში) თავს იჩენს მაშინ, როდესაც სითბური მოძრაობის შესაბამისი დე ბროილის ტალღის სიგრძე შესადარი ხდება ნივთიერების შემადგენელ ნაწილაკებს შორის მანძილებთან.
კ. ს. თვისებების შესწავლა მიმდინარეობს ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტში და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე. იხ. აგრეთვე სტ. ზედენადობა.