კვანჭახაძე გივი შალვას ძე

კვანჭახაძე გივი შალვას ძე (7. XI. 1927, თბილისი, – 22. XII. 1995, იქვე), ექიმ-ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1970), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990). სა­ქართვ. მედიცინის და ადამიანის ეკოლოგიის მეცნ. აკადემიების ­ნამდვ. წევრი (1989). 1951 დაამთავრა თსსი. 1954–70 მუშაობდა სა­ქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახ. შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, სადაც 1960 შექმნა სოფლის მეურნეობის შრომის ჰიგიენის სექტორი, ხოლო 1963 – საწარმოო აეროზოლების ლაბო­რატორია. 1970-იდან თსსი-ის ზოგადი ჰიგიენის კა­თე­დრის (შემდგომში, თსსუ-ს პრევენციული მედიცინის და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტი) პროფესორია, 1985–95 – კა­თე­დრის გამგე, ხოლო 1973–94 – თსსი-ის სანიტ.-ჰიგიენური ფაკ-ტის დეკანი (შემდგომში თსსუ-ის საზ. ჯანდაცვის ფაკ-ტი). პირველმა შეადგინა თამბაქოს წარმოების სანიტ. წესები, რ-ებიც 1969 დაამტკიცა სა­ქართვ. ჯანდაცვის სამინისტრომ. 1986-იდან იყო ეპიდემიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის ხარისხების მიმნიჭებელი სპეც. საბჭოს თავ-რე. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ვიბრაციული დაავადება და მისი პროფილაქტიკა, თბ., 1961 (თანაავტ.: ი. ყიფიანი, ა. დანდუროვი).