კვარაცხელია გუჩა შალვას ასული

კვარაცხელია გუჩა შალვას ასული (დ. 2. X. 1940, თბილისი), ენათმეცნიერი. სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2013). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1988). 1963 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ქარ­თვე­ლურ ენათა განყ-ბა. იყო თსუ-ის ზოგადი ენათმეცნ. კა­თე­დრის პროფესორი, ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კა­თე­დრის გამგე (1984–94), განათლების მინისტრი (1992), არაქარ­თველ­თათვის ქართ. ენის სწავლების სამეცნ. ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1993–94), ენათმეცნ. ინ-ტის დირექტორი (1993–2006); სა­ქართვ. პრეზიდენტთან არსებული სა­ხელმწ. ენის სა­ხელმწ. კომისიის თავ-რის მო­ად­გი­ლე (1995–2005); არის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის ზოგადი ენათმეცნიერების განყ-ბის ხელმძღვანელი და სა­ქართვ. მეცნ. აკად. ენის, ლიტ-რისა და ხელოვნების განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი.

კ. იკვლევს ზოგადი ენათმეცნიერების, ტექსტის ლინგვისტიკის, ქართ. ენის სტრუქტურისა და პრაგმატიკის საკითხებს. მისმა გამოკვლევებმა ქართ. სალიტ. ენის ისეთი ფუნქციური ქვესისტემების შესახებ, როგორიცაა სამეცნ., საგაზეთო-პუბლიც., ოფიციალურსაქ­მიანი და მხატვ­რუ­ლი სტილი, საფუძველი ჩაუყარა სა­ქარ­თვე­ლოში ფუნქციური სტილისტიკის შექმნას. იგი ავტორია ნაშრომებისა ენათმეცნ. თეორიასა და ისტორიაში, მათ. ლინგვისტიკისა და ენის სტატისტ. მეთოდებით კვლევის სფეროში. მან შეისწავლა და დაადგინა პრაღის სკოლის ლინგვისტიკური კონცეფციის გენეზისური კავშირი "ოპოიაზის" თეორიულ დებულებებთან. იკვლევს აგრეთვე ქართ. ენის კომპიუტერიზაციისა და ენის ფორმალიზაციის პრობლემებს.

კ. ეწევა აქტიურ ლიტ. მოღვაწეობას. გამოქვეყნებული აქვს ლექსებისა და პოემების კრებულები: „საით მიემართება დრო" (1981); „უფრო მაღლა ცა" (1987), „მართალთა და უღმრთოთა გზები" (2000), „ათინათები" (2015) და სხვ. ასევე გატაცებულია მხატვ­რობით. 2010 თბილისის გალა-გალერეასა და 2015 ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. წიგნად გამოიცა გრაფ. ნამუშევრები (60 რეპროდუქცია, 2015).

კ. დაჯილდოებულია სა­ქართვ. საპატრიარქოს სიგელით „ქართველი ერის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტა­ნილი განსაკუთრებული წვლი­ლისათვის" (2007), ა. შანიძის პრემიით ენციკლოპედია „ქარ­თული ენის" რედაქტორობისათვის (2011; ი. ქობალავასთან ერთად); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელით (2014); საქართვ. ქალთა საბჭოსა (2015) და ივ. ჯავა­ხიშვილის (2017) მედლებით.

თხზ.: მხატვ­რუ­ლი მეტყველების შესწავლის საკითხები პრაღის სკოლასა და „ოპოიაზში", კრ.: თანამედროვე ზო­გადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები, III, თბ., 1972; ქარ­თული ენის ფუნქციური სტილისტიკა, თბ., 1990; მხატვ­რუ­ლი ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები, თბ., 1995; მეტყველების კულტურა, ნორმა და ნორმალიზაცია, «ქარ­თული ენა და ლიტერატურა არაქარ­თულენოვან სკოლებში», 1998, №2; ენობრივი თვითშეგნება და სალიტერატურო ნორმა როგორც ღირებულება, კრ.: ვ. თოფურია – 100, თბ., 2001; ტექსტურ გადაძახილთა მრავალფეროვნება, «ქარ­თული სიტყვის კულტურის საკითხები», წგ. 14, თბ., 2014; ანას მსოფლშეგრძნება – უმდიდრესი მემკვიდრეობა, თბ., 2014.