კვარიათი

კვარიათი, დასახლება ქ. ბათუმში (აჭარის არ). ყოფ. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გონიოს თემში. გაუქმდა 2011.

კ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შავი­ზღვისპირა კურორტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რასაც განაპირობებს სუფთა, გამჭვირვალე წყალი, მთისა და ­ზღვის ჰაერი. პლაჟი 1 კმ სიგრძისაა. მისი ჩრდ. ნაწილი გადადის გონიოს პლაჟში, სამხრით კი სარფის პლაჟისგან ყოფს კლდე. კ-ის პოპულარობას ხელს უწყობს მდიდარი წყალქვეშა სამყარო, აქ ფუნქციონირებს დაივინგ-ცენტრი. სასტუმროების უმეტესობა პლაჟიდან 100 მ-ში მდებარეობს, ნაწილი განლაგებულია მთის ფერდობზე.