კვარჩხიღალი

კვარჩხიღალი, სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. კვარჩხიღალის (ტეხურის ­მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 80 მ, სენაკიდან 10 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.

სოფლის მახლობლად მდებარეობს ზედაცარცული ასაკის მასიურ კირქვებში გამომუშავებული კარსტული მღვიმე. მღვიმის სიგანე (3,5 მ) და სიმაღლე (3 მ) შესასვ­ლელიდან 45 მ-მდე თითქმის უცვლელია. მთავარი გვირაბის სიგრ­ძე 65 მეტრია, ფსკერის ფართობი – 200 მ², საერთო მოცულობა – 400 მ³. მღვიმე პირველად აღწერა ლ. მარუაშვილმა, კომპლექსურად გამოიკვლია ბ. გერგედავამ.

ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე  ზ., წ ი ქ ა რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი  ჯ., საქარ­თვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.