გოგიბერიძე გაიოზ გალაქტიონის ძე (დ. 5. II. 1922, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 11. XII. 2000, ბათუმი), მსახიობი. აჭარის დამს. არტისტი (1957), საქართვ. სახ. არტისტი (1982).
1938–41 და 1943–50 იყო ბათუმის, ჩოხატაურის, ხულოს თეატრების მსახიობი; 1951–56 მუშაობდა თბილ. მოზარდ მაყურებელთა, შემდეგ – ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრში. 1956-იდან კვლავ ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის დასის წევრია.
როლები: ონისე (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა"), უფლისწული (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული"), პეპო (გ. სუნდუკიანის „პეპო"), ესოპე (გ. ფიგეირედუს „მელა და ყურძენი"), კოჩკარიოვი (ნ. გოგოლის „ქორწინება"), არტური (ფ. ვოინიჩის „კრაზანა"), ბაში- აჩუკი (ა. წერეთლის „ბაში-აჩუკი"), კასიო (უ. შექსპირის „ოტელო"), მანუჩა (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი"), ზაროვაველი (ე. იურანდოტის „მეცხრე წმინდანი") და სხვ.
შ. ცუცქირიძე