კვაშხიეთი, სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ხეორის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: კ., ბოყვა, ზვარეთი, ზუდალი, ჯოის უბანი, ხეითი). ზ. დ. 960 მ, ონიდან 11 კმ. 30 მცხ. (2014).