კვაჭაძე გიორგი ალექსის ძე

კვაჭაძე გიორგი ალექსის ძე [28. II(13.III). 1909, ჭიათურა, – 6. IX. 1993, თბილისი], აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი და პროფესორი (1961), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). 1931 დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი. 1934–46 იყო სა­ქართვ. მემინდვრეობის ინ-ტის დირექტორი, 1955-იდან – სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მებოსტნეობის კა­თე­დრის გამგე. კ-მ დაამუშავა ბოსტნეული კულტურების დამულჩვის წესი, თბილ. საგარეუბნო ზონაში შემოდგომაზე დარგული კომბოსტოს და დათესილი ხახვის აგროტექნიკა, დაადგინა შემოდგომა-ზამთრის ბოსტნის კულტურათა ასორტიმენტი და სხვ. გამოცემულია კ-ის „მებოსტნეობის სახელმძღვანელო" (1959, 1965), მისი თანაავტორობით – „სოფლის მეურნეობის საფუძვლები" და „ხილ-ბოსტნეულის ჯიშთმცოდნეობა". მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

გ. თოდუა