კვეზერელი-კოპაძე ავთანდილ ნიკოლოზის ძე

კვეზერელი-კოპაძე ავთანდილ ნიკოლოზის ძე (1. IV. 1925, თბილისი, – 2. III. 2017, იქვე), პედიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1990), სამედ.-ბიოლ. აკადემიის ნამდვილი წევრი (2002). 1949 დაამთავრა თსსი. 1949–50 იყო ქ. სო­ხუ­მის სანეპიდსადგურის კომუნალური სანიტარიის განყ-ბის გამგე, 1950–53 იქვე – ჩვილ ბავშვთა სახლის პედიატრი, 1956–60 – აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთ. პედიატრი და ბავშვთა საავადმყოფოს განყ-ბის გამგე, 1960–61 – თბილისში პედიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1962– 66 – ამავე ინ-ტის სწავლული მდივანი და დირექტორის მო­ად­გი­ლე სამეცნ. დარგში; ასევე ბავშვთა ჰემატოლოგიური განყ-ბის ხელმძღვანელი (1966–2011).

კ.-კ. იყო სამედ.-სოციალური აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1998–2010), სა­ქართვ. პედიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი (2003–13) და მრავალი დარგობრივი ასოციაციის წევრი.

კ.-კ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მ. შ. 4 მონოგრაფიაა, რ-ებიც ეხება პედიატრიის აქტუალურ საკითხებს, სა­ქარ­თველო­ში ჯანმრთელ ბავშვთა სისხლის ნორმატივების, ახალშობილთა სიყვითლეების, ბავშვთა ანემიების პრობლემებს და სხვ.

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილ­დოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2015). თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). 2010 მიანიჭეს „მე­დიცინის რაინდის" წო­დება.