კვერექსი

კვერექსი, მართლმადიდებელ ეკლესიაში გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებული მოკლე ლოც­ვების წყება, რომელსაც დიაკო­ნი ან მღვდელი კითხულობს, ხოლო ლოცვების თითოეულ მუხლ­ზე გუნდი პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“, ზოგიერთ შემთხვევაში – „მოგვმადლენ უფალო“. კ. მოსახსენიებელი ვედრებაა უფლისადმი. არსებობს მისი რამდენიმე სახე­ობა: მცირე, დიდი, მრჩობ­ლი, თხოვნითი, მშვიდობიანი, მი­ცვალებულის მოსახსენიებელი. მშვიდობიანი კ. ორნაირია – დიდი, რ-იც 12 თხოვნისაგან შედგება და მცირე, რ-იც მხოლოდ 2 თხოვნას შეიცავს.