კვეტერის საერისთავო

კვეტერის საერისთავო, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების სა­ქართვე­ლო­ში. სავარაუდოდ, მოიცავდა მდ. ილტოს ხეობას. ცენტრს წარმოადგენდა კვეტერის ციხე-ქალაქი (საერისთავოს სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს). საერისთავო შეიქმნა 1014-ის შემდეგ, როდესაც კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III დიდმა ადმ. რეფორმა განახორციელა და სამეფო დაყო შვიდ საერისთავოდ. მათ შორის ერთ-ერთი კ. ს. იყო. ერისთავთა ვინაობა უცნობია. საერისთავოს უნდა ეარსება XII ს. დასაწყისამდე, სანამ დავით IV აღმაშენებელმა კვლავ არ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და არსებული საერისთავოების ნაცვლად აღადგინა კა­ხე­თისა და ჰერეთის საერისთავოები.

წყარო: ვახუშტი, ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე  მ., ერისთავობის ინსტიტუტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2003.

მ. ბახტაძე