კვიდო

კვიდო (Ligustrum), ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ბუჩქების (იშვიათად ხეების) გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ცნობილია 40-მდე სახეობა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუნებრივად იზრდება მხო­ლოდ ჩვეულებრივი კ. (L. vulgare), რ-იც ფოთოლმცვივანია. მისი სიმაღლე 2–5 მ აღწევს. აქვს სურნელოვანი და თაფლოვანი ყვავილები. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი შავია, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში და ხეზე მთელი ზამთარი რჩება. ფართოდაა გავრცელებული მთელ ტყიან საქარ­თვე­ლო­ში. ველურად იზრდება ყირიმსა და კავკასიაში, სამხრ. და დას. ევროპაში, ჩრდ. აფრიკასა და მცირე აზიაში. დეკორატიულია. კრეჭას კარგად იტანს, ­ქმნის მჭიდრო და ლამაზ ცოცხალ ღობეს. იყენებენ მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად. ნაყოფის გადამუშავების შედეგად მიიღება შავი, მწვანე და სხვა ფერის საღებავი.

მ. იმედაძე