კვიკვიძე ირაკლი სამსონის ძე

კვიკვიძე ირაკლი სამსონის ძე [9 (22). III. 1902, სოფ. ბაჯი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 2. IV. 1951, სარატოვი, რფ], ინჟინერ-გეოლოგი. 1935 დაამთავრა ტექ. განათლების საკავშ. ინ-ტი. 1946 ვოლგისპირეთში დევონური ასაკის ნავთობის საბადოების აღმოჩენაში მონაწილეობისათვის (სხვა სპეციალისტებთან ერთად) მიენიჭა სტალინური პრემია. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

ვ. ჯავრიშვილი