კვინიკაძე გიორგი ლევანის ძე

კვინიკაძე გიორგი ლევანის ძე (დ. 3. I. 1946, სოფ. წაღვლი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – 25. IX. 2018, თბილისი), გენერალ-მაიორი (1996). 1965_91 მსახურობდა სსრკ, ხოლო 1992–98 საქართვ. შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის პუნქტის განყ-ბის უფროსი (1992–93). საქართვ. ჰაერსაწინაღო თავდაცვის ჯარების უფროსი, სარდლის მოვალეობის შემსრულებელი (1993–95), სარდალი (1995–98). 1998-იდან დაითხოვეს სამხ. სამსახურიდან. 1998–2018 მუშაობდა საქართვ. სამოქალაქო ავიაციაში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1995).

ლ. დოლიძე