კვიჟინაძე რევაზ (1928, ოზურგეთი, – 1984, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1976). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1950).
კ. ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-ისა და საქართველოს მეცნ. აკად. ფილოს. კათედრაზე. 1970-იდან იყო საზ. მეცნიერებათა დარგში სამეცნ. ინფორმაციის ცენტრის ფილოს. განყ-ბის გამგე.
კ-ის ფილოს. კვლევის ცენტრ. საგანი იყო ჭეშმარიტების პრობლემა. მისი აზრით, ჭეშმარიტება შეიძლება სწორად იყოს შეცნობილი მხოლოდ დიალექტიკური ასახვის თეორიის საფუძველზე.
თხზ.: ჭეშმარიტების პრობლემა და თანამედროვე პოზიტივიზმი, თბ., 1965; რწმენა და ცოდნა, თბ., 1968; ჭეშმარიტების თანამედროვე ინტერპრეტაციები. კრიტიკული ანალიზი, თბ., 1973; ჭეშმარიტების ცნება და ალტერნატივები შემეცნების თეორიაში, თბ., 1976; Понятие истины и альтернативы в теории познания, Тб., 1977.