თეთრი წყალი (თანამედროვე აღსუ), მდინარე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. თ. წ-ზე XII ს. საქართველოს სამეფოს ჩრდ.-აღმ-ის საზღვარი გადიოდა. მდინარე საქართველოს სამეფოს უშუალო შემადგენლობაში მყოფ შირვანის დას. ნაწილს მიჯნავდა ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი აღმ. ნაწილისაგან.
XIII ს-ში, როდესაც საქართველოს სახელმწ. მონღოლებმა დაიპყრეს და მას ყმადნაფიცი ქვეყნები ჩამოართვეს, საქართველოს ჩრდ.-აღმ-ის საზღვარი მაინც მდ. თ. წ-ზე (მონღ. ჩაღან-უსუნი) გადიოდა. მომდევნო საუკუნეებში საქართვ. აღმ. საზღვარმა თანდათანობით დას-ით გადმოიწია.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, «მიმომხილველი», III, თბ., 1953.
ჯ. გვასალია
ზ. ცინცაძე