თეკლათი, სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. ცივის (რიონის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას, სენაკი–ფოთის საავტ. და სარკინიგზო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: თ., გოლასკური, რეკა, საგვარამიო, ტყირი). ზ. დ. 20 მ სენაკიდან 3 კმ. 444 მცხ. (2014).
თ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. ლევან II დადიანის შეწირულების წიგნში დასახელებულია თ-ის მთავარანგელოზის საწინამძღვრო ეკლესია.
თ. ბერაძე