თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი. გოგებაშვილის სახელობისა, დაარსდა 1939 თელავის პედაგოგიური (სამასწავლებლო) ტექნიკუმის (1924–39) ბაზაზე. 1939–51 ეწოდებოდა თელავის სამასწავლებლო ინ-ტი, 1951–99 – თელავის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტი; 1940 ი. გოგებაშვილის დაბადებიდან მე-100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით ინ-ტს მისი სახელი მიენიჭა, 1992 ინ-ტმა ავტონომია მოიპოვა და 1999 მიენიჭა უნ-ტის სტატუსი.

1992 თელავის პედ. ინ-ტში შეიქმნა ახ. სასწ. გეგმები; შემოიღეს ახ. სასწ. დისციპლინები: ქართ. და მსოფლიო კულტ. ისტორია, ქართ. სამართლის ისტორია, რელიგ. ისტორია, საღვთო სჯული; არასპეც. ფაკ-ტებზე სავალდებულო იყო ქართ. ენა და ლიტ-რა, საქართვ. ისტორია, საქართვ. გეოგრაფია. 1999-თვის ინ-ტში სწავლების ვადა იყო 5 წელი სწავლების დასწრებული და დაუსწრებელი ფორმით; მოქმედებდა სახელმწ. და კერძო დაფინანსების სექტორები.

2017-თვის თ. ს. უ-ში სწავლება მიმდინარეობდა განახლებული პროგრამით ქართ. ენაზე. სწავლება იყო სამსაფეხურიანი: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, მუშაობდა აგრეთვე პროფ. განათლების საფეხური.

თ. ს. უ-ში ფუნქციონირებდა 5 ფაკ-ტი შესაბამისი დეპარტამენტებით: აგრ. მეცნიერებათა; განათლების; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა; სოც. მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტები. მოქმედებდა აგრეთვე ქართ. ენაში მომზადების საგანმან. პროგრამები აზერბ. და სომხურენოვანი მოსახლეობისათვის.

თ. ს. უ-ში ფუნქციონირებს საუნივერსიტეტო ენციკლოპედია, სოციოლოგიური კვლევითი ჯგუფი, უცხო ენებისა და პროფ. გადამზადების ცენტრი, კავკ. კვლევების ცენტრი, არქეოლ. კაბინეტი, იურიდ. კლინიკა, შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის მეგობრობის უცხო ენათა ცენტრი. მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნის კულტ. და ლიტ-რის შესწავლის ცენტრები.

დაარსებისთანავე თ. ს. უ-ს დაეთმო „კახეთის სამეფოს სასახლე". 1973 კი განლაგდა მხოლოდ მისთვის აშენებულ სპეც. კომპლექსში. ამჟამად უნ-ტი განთავსებულია 4 სასწ. კორპუსში, აქვს ღია და დახურული სპორტული მოედნები, ხელოვნების და კულტ. ცენტრი, რაც განლაგებულია 7 ჰა ფართობის გამწვანებულ ტერიტორიაზე. თ. ს. უ-ს აქვს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბ-კა 2 ათ-ზე მეტი დაცვითი ერთეულით; 30-ზე მეტი კაბინეტ-ლაბორატორია, სასწ. სახელოსნო; ფუნქციონირებს ინტერნეტის ქსელი, კომპიუტერული ცენტრი აგრეთვე საზ. ორგანიზაციები: სპორტული, ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტელექტუალთა; იუმორისტული და სადისკუსიო კლუბები; სტუდენტურ ცხოვრებას კოორდინაციას უწევს უნ-ტის სტუდენტური თვითმმართველობა.

1947–73 გამოვიდა თელავის ინ-ტის შრომების 8 ტ., შემდეგ შრომები იბეჭდებოდა ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის ერთობლივ შრომათა კრებულებში, 1998-იდან განახლდა თელავის პედ. ინ-ტის შრომათა კრებულის გამოცემა. ამჟამად ყოველწლიურად ქვეყნდება თ. ს. უ-ის პროფესორ-მასწავლებელთა, დოქტორანტთა და სტუდენტთა სამეცნ. შრომების კრებულები. 2010-იდან წელიწადში ორჯერ გამოდის ჟურნ. „თელავის უნივერსიტეტი".

თ. ს. უ. თანამშრომლობს საქართვ. სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, აგრეთვე ამერ. და ევრ. უნ-ტებთან. თელავის უნ-ტის სტუდენტები და აკად. პერსონალი მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში; თ. ს. უ-ში წარმატებით ხორციელდება რამდენიმე საერთაშ. პროექტი, მ. შ. „ერაზმუს მუნდუსისა" და „ტემპუსის" პროექტები. უნ-ტში იმართება რესპ. და საერთაშ. მასშტაბის კონფერენციები. თ. ს. უ-ის საპატიო დოქტორის წოდება აქტ. თანამშრომლობისა და სამეცნ.-პრაქტ. მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვთ გერმანიის (ქ. ბიბერახი) და თურქეთის ცნობილ მეცნიერებს.

1999-იდან თელავის უნ-ტში დაწესებულია ანტონ I კათოლიკოსის ი. ბერიტაშვილის, ლ. ბერიშვილის, გაიოზ რექტორის ი. გოგებაშვილის, ერეკლე II-ის, გ. ლეონიძის, ა. რაზმაძის, გ. ჩოხელის, ივ. ჯავახიშვილის სახელობითი სტიპენდიები. თსუ-ში ფუნქციონირებს მარი ბროსეს საზ-ბა. თელავის სახელმწ. ინ-ტის დირექტორები იყვნენ: დ. შაფაქიძე (1939–41), ტ. სარიშვილი (1941–42), შ. სიხარულიძე (1942–43), ნ. ჩახვაშვილი (1943–46), დ. შაფაქიძე (1946–50);

თელავის სახელმწ. ინ-ტის რექტორები: ი. ნანობაშვილი (1950–54), ვ. ციხისთავი (1954–59), ნ. ქორთუა (1959–84), კ. ივანიძე (1984–85), ნ. მალუძე (1985–88), რ. ჭიკაძე (1988–2004), გ. გოცირიძე (2004–10), თ. ჯავახიშვილი (2010–13), ა. ღელაღუტაშვილი (2013–14); 2015-იდან

ი. შიოშვილი